NBA 2014 წლის სეზონი

ფაჩულიას 17 ქულა, 13 მოხსნა, 3 გადაცემა და 4 ჩაჭრა პორტლენდში

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
sportall.ambebi.ge

ზაზა ფაჩულიას მილუოკი ბაქსმა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქსი ანგარიშით - 120:115 დამარცხდა, ქართველმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 98:98 დასრულდა, დამატებით დროში კი მასპინძლებმა გამარჯვების გაფორმება მაინც მოახერხეს. 

ფაჩულიამ პარკეტზე 37 წუთი გაატარა, 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და საბოლოოდ 17 ქულა მოაგროვა. ქულათა მარაგს ქართველმა 13 მოხსნაც დაუმატა, ასევე 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა.

სწორედ ორმაგი დუბლის შესრულების წყალობით, ფაჩულია ბაქსის რიგებში ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად დაასახელეს. სულ კი ეს ქართველის მიერ შესრულებული მე-3 ორმაგი დუბლია.

კომენტარები