NBA 2014 წლის სეზონი

ფაჩულიამ ტიმბერვულვზთან რეკორდული 10 გადაცემა მოაგროვა

nba.com

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს გამთენიისას, ერთმანეთს მინესოტა ტიმბერვულვზი და მილუოკი ბაქსი დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა შეხვედრაში ანგარიშით - 112:101 გაიმარჯვეს, მაგრამ წაგებულთა რიგებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ქართველმა ზაზა ფაჩულიამ.

ბაქსის ცენტრმა NBA-ს 11-წლიან კარიერაში შედეგიანი გადაცემების პირადი რეკორდი დაამყარა, ფაჩულიამ თანაგუნდელებს 10-ჯერ უპასა.

რეკორდის გარდა, ზაზა ფაჩულია მილუოკელთა რიგებში მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა მთლიანობაში 27,51 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. 

 

 

კომენტარები