საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი რიჩარდ ნორლანდს და ნილს სკოტს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა და რიჩარდ ნორლანდმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა და ნორლანდმა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტის შესახებ გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მთავრობის ვიზიტიც იყო.
 

დღესვე გიორგი მარგველაშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

კომენტარები