იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 16 მსმენელი ჩაირიცხა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, თითქმის სამთვიანი განხილვისა და კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა კენჭისყრა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 16 მსმენელი ჩაირიცხა. 9 მათგანი სასამართლო სისტემაში მუშაობს. გარდა ამისა, კონსტანტინე კუბლაშვილის ინფორმაციით, ჩარიცხულთა შორის არის ადვოკატი, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და პოლიციის თანამშრომელი.

”იმედი მაქვს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 10-თვიანი ძალიან დატვირთული სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 2015 წლის იანვარში ჩვენ მივიღებთ 16 ახალ მოსამართლეს, რომლებიც სრულყოფილად იქნებიან მომზადებულები ამ უზარმაზარი პასუხისმგებლობისთვის და ღირსეულად დაიწყებენ მოსამართლედ მუშაობას", - აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

კომენტარები