კრიზისი უკრაინაში

კლიჩკო: უკრაინელებმა ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ

დასავლეთიდან უკრაინის მიმართ შესაძლო სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, - თქვა „რუსთავი2“-ის ეთერში პარტია „უდარ“-ის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ.

კლიჩკო მორალური მხარდაჭერისა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო დასავლეთს მადლობას უხდის. „მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ, უკრაინელებმა საკუთარი ქვეყნის საზღვრები, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ,“ - აღნიშნავს ვიტალი კლიჩკო.

სანქციების შესახებ საუბრისას, კლიჩკო აღნიშნავს, რომ ახლა პირველი დონის სანქციებია გამოყენებული და ის უფრო გამკაცრდება.

„რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ ქმედებებს მოველით, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით,“ - მიიჩნევს კლიჩკო. 

კომენტარები