ჩრდილო კავკასია

კავკაზცენტრი დოკუ უმაროვის დაღუპვას ადასტურებს

დოკუ უმაროვი
kavkazcenter.com/

ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ლიდერი დოკუ უმაროვი დაიღუპა. ამის შესახებ საიტი კავკაზცენტრი იუწყება. წყარო დაღუპვის მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუნმცა აღნიშნავს, რომ იგი „შაჰიდი გახდა", ანუ ბრძოლაში დაიღუპა. ცნობები უმაროვის დაღუპვის შესახებ რამდენიმე კვირაა ვრცელდება, თუმცა მეამბოხეთა საინფორმაციო რესურსებმა ეს მხოლოდ დღეს დაადასტურეს.

ჩეჩნეთის პირველი ომის (1994-96 წლები) შემდეგ დოკუ უმაროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა. პრეზიდენტ ასლან მასხადოვის და ვიცეპრეზიდენტ აბდულჰალიმ სადულაევის დაღუპვის შემდეგ, 2006 წელს დოკუ უმაროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოცხადდა.

2007 წელს უმაროვმა კავკასიის იმარატის შემქნის შესახებ განაცხადა, რაც ჩრდილო კავკასიის მთელ რეგიონზე ბრძოლის გაფართოებას ნიშნავდა.
კავკაზცენტრის ცნობით, კავკასიის იმარატის ახალ ამირად შეიხი ალი აბუ მუჰამადი აირჩიეს.

კომენტარები