ჩრდილო კავკასია

ჩრდილო კავკასიაში ბოლო 10 თვეში 50 ტერ. აქტი აღკვეთეს

სამართალდამცველმა ორგანოებმა ბოლო 10 თვის მანძილზე, ჩრდილოეთ კავკასიაში,  50 ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა  გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში ოპერატიული ვითარება სტაბილურად დაძაბულია. რუსეთის მინისტრის თქმით,  უკანასკნელი 10 თვეში  ჩრდილოეთ კავკასიაში ჩადენილია 350 ტერორისტული  მიმართულების დანაშაული, მათ შორის 137 აფეთქება. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება განსაკუთრებით რთულია დაღესტანში. 

კომენტარები