ომის საწინააღმდეგო აქცია - მშვიდობის მარში მოსკოვში

Радио Свобода

დღეს რუსეთში უკრაინის მხარდასაჭერი, ომის საწინააღმდეგო აქცია - მშვიდობის მარში გაიმართა. ორგანიზატორების ცნობით, მონაწილეთა რაოდენობამ 70 000-ს მიაღწია, France Press-ის მონაცემებით კი, აქციაზე 50 000 ადამიანი მივიდა. შეკრებილები რუსული ძალების ყირიმში შესვლას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

კომენტარები