არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში

ვლადიმერ გუცაევი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს

sportall.ambebi.ge

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ამის შესახებ ცნობა გუცაევმა უკვე დაადასტურა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება და გავრცელებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ფედერაციის დღევანდელი გენერალური მდივანი რევაზ არველაძეც გეგმავს.

ვლადიმერ გუცაევის განცხადებით, საარჩევნო პროგრამაზე ამჟამად მუშაობს და მას მოგვიანებით წარადგენს.

კომენტარები