უკრაინის კრიზისი

იაცენიუკი: რუსეთს მთელი უკრაინის ოკუპაცია სურს

არსენი იაცენიუკი

რუსეთს არა მხოლოდ ყირიმის, არამედ უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაციაც სურს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

იაცენიუკის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის პირველი სცენარი „ამა თუ იმ ფორმით ყირიმის დაპყრობას" ითვალისწინებს.

„თუმცა, მას შეუძლია უფრო შორსაც წავიდეს. რუსეთში სხვა სცენარიც არსებობს - დაიკავონ მთელი უკრაინა, დედაქალაქის ჩათვლით. ყველაფერი დამოკიდებულია პუტინის პერსონალურ მიზნებზე", - განაცხადა იაცენიუკმა.

პრემიერმინისტრმა დასავლეთის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ მივიღეთ მკაფიო პირობა, რომ აშშ და ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დაიჭირონ და უკრაინის შენარჩუნებაში დაგვეხმარონ", - განაცხადა იაცენიუკმა.

 

კომენტარები