უკრაინა

უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ხელი 17 ან 21 მარტს მოეწერება

შეთანხმებას ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ ხელი 17 ან 21 მარტს მოეწერება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი დეშჩინამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად თარიღის დაზუსტების მიზნით კონსულტაციები მიმდინარეობს.

8 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის დაუყოვნებლივ ხელმოწერა გადაწყვიტა.

6 მარტს ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილად გაყოფის შესახებ. ეკონომიკურ ნაწილს ხელი მოგვიანებით მოეწერება, თუმცა მანამდე ევროკავშირი უკრაინას სავაჭრო შეღავათებს მიანიჭებს.

კომენტარები