"ღარიბაშვილის განცხადებიდან ჩანდა, რომ იგი რუსეთის მხარეს იჭერდა"

მადლობელი ვიქნები თუ ჩემი ქართველი მეგობრები ამიხსნიან ღარიბაშვილის განცხადებას დღეს რუსულ ტელეარხზე. ისე ჩანდა, რომ ის რუსეთის მხარეს იჭერდა. ეს იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილი კლიჩკოს უჭერს მხარს? სააკაშვილი მეც დიდად არ მომწონს, თუმცა პირადი შუღლი უფრო მნიშველოვანია, ვიდრე "აფხაზური" მიდგომა ყირიმისადმი? და რა მნიშველობა აქვს ამას ევროპული უსაფრთხოებისთვის? მხოლოდ ის დამრჩენია ვიფიქრო, რომ ეს განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. თუმცა, აქამდე საქართველოს მთავრობამ გამოთქვა უკმაყოფილება და დაეთანხმა რუსულ ვერსიას, რომ უკრაინას ფაშისტი ექსტრემისტები აკონტროლებენ? თუ ის იმდენად დაუდევრად მოიქცა, რომ მისმა სიძულვილმა სააკაშვილისადმი ვერ განასაზღვრინა როგორ შეიძლება იქნას ეს ყოველივე გამოყენებული რუსული პროპაგანდის მანქანის მიერ?

ჰააგის სტრატეგიის ცენტრის თავდაცვის ტრანსფორმაციის დირექტორი შტეფან დე შპიგელეირე Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადების შესახებ.

კომენტარები