FIFA

აშშ-ს სენატორები მოუწოდებენ FIFA-ს შეუწყვიტონ რუსეთს წევრის სტატუსი

ამერიკელი სენატორები FIFA-ს პრეზიდენტს ზეპ ბლატერს ღია წერილი მიმართავენ, სადაც ისინი რუსეთისთვის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ. სენატორები ასევე მოუწოდებენ FIFA-ს, განიხილონ ფედერაციაში რუსეთის წევრობის შეწყვეტის საკითხი. 

"გთხოვთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ ფიფა-ს საგანგებო კრება, სადაც განიხილება ფიფა-ში რუსეთის წევრობის შეწყვეტის საკითხი. ასევე, ჩამოერთვას რუსეთს ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება და მოიკვეთოს რუსეთის ნაკრები ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიდან. ფიფა-ს წესდების მე-3 პუნქტის თანამხად, აკრძალულია ქვეყნის ან ადამიანების ჯგუფის ნებისმიერი სახით დისკრიმინაცია და ისჯება ორგანიზაციის წევრობის დროებით შეჩერებით ან სრული მოკვეთით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იუგოსლავია უკვე დაისაჯა მსგასვი დარღვევებისთვის 1992 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ",  - ნათქვამია წერილში. 

კომენტარები