სანამ მსოფლიო უკრაინაზე შფოთავს, ადგილობრივი ინტერნეტსივრცე აღშფოთებამ წალეკა - გაკიცხვის ობიექტი მსახიობი თინა მახარაძეა, რომელმაც მძიმე კაცთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის "ორალური სექსი მოსულა".
რამდენად მისაღებია სექსზე საჯაროდ საუბარი? თუ არა - მაშინ რატომ იძენს ასეთ ფართო რეზონანსს სექსზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვა? ვისაც არ მოსწონს, რატომ ვერ ახერხებს იგნორირებას? რატომ მოყვება აგრესია განსხვავებული ფასეულობების და ცხოვრების წესის საჯარო დემონსტრირებას? რატომ არ იწვევს მსგავს რეაქციას რუსეთის მიერ გაბმული მავთულხლართები, შიმშილით ბავშვის სიკვდილი, განცხადება, რომ პუტინი ბრძენია, ანაც ის, რომ მთავრობის უმოქმედობის გამო ოშკი ინგრევა? თუ ასეთი თავშეუკავებელი რეაქცია ჩვენი ეროვნული ტემპერამენტის ბრალია, რატომ არის ეს სიმძაფრე ასეთი სელექტიური?
გადაცემის მეორე ნაწილში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით. მოვისმენთ ხალხის ხმასაც.




