ქართულმა ოცნებამ უარი თქვა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ეხსენებინა რუსეთის მიმართ სანქციების დაკისრების აუცილბებლობა. სიტყვა "სანქცია" გახდა მიზეზი იმისა, რომ პარლამენტმა ერთობლივი რეზოლუციის მიღება ვერ მოახერხა, ნაციონალურმა მოძრაობამ შერბილებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
სანამ უმრავლესობა და უმცირესობა ამ სიტყვის ტექსტში ჩადებაზე კამათობდნენ, ევროკავშირი სწორედ სანქციებზე მსჯელობდა, ხოლო შეერთებული შტატების ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა ფინანსური და სავიზო სანქციები რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინის ოკუპაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
რუსეთის ინტერვენციის შეჩერება, მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პუტინის იძულება, უკან დაიხიოს - ეს იმ ამოცანათა ჩამონათვალია, რაც თავისუფალ სამყაროს და მისი ლიდერის, შეერთებული შტატების წინაშე დგას.
რამდენად შეძლებს ამ ამოცანების შესრულებას ობამას ადმინისტრაცია მხოლოდ ეკონომიკური სანქციების მეშვეობით, ზოგადად, რამდენად ადეკვატურია დასავლეთის რეაქცია და რა გამოწვევების წინაშე დგას უკრაინა, ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ თეორემას პირველ ნაწილში.




