სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველმა თებერვლის თვის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველმა თებერვლის თვეში აპარატის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე უჩა ნანუაშვილმა მოკლედ მიმოიხილა თვის განსაკუთრებული მოვლენები, ისაუბრა ხუდონჰესის თემაზე, ასევე, სხვადასხვა ობიექტზე - მათ შორის, მაღაროებსა და საბადოებზე დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებისათვის სახელმწიფო ჩართულობისა და შრომის კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველმა ისაუბრა გეგუთის #14 დაწესებულებაში განვითარებულ პრობლემებზეც. ამასთან, ომბუდსმენმა საქართველოს პროკურატურას საპყრობილეებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა. 

უჩა ნანუაშვილის თქმითვე, მარტის ბოლოს, წლიური საპარლამენტო ანგარიშის წარდგენასთან ერთად, საზოგადოებას ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემსწავლელი საბჭოს მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშს წარუდგენს.

კომენტარები