თეორემა

უკრაინის კრიზისი

აგვისტოს ომის დღეებში ბევრგან შეხვდებოდით ტრანსპარანტს - 1956 წელი უნგრეთი, 1968 წელი ჩეხოსლოვაკია, 1978 წელი ავღანეთი, 2008 წელი საქართველო. ვინ იქნება შემდეგი?

ამ კითხვაზე წინასწარმეტყველური პასუხი ჯონ მაკეინის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა, სარა პალინმა და მიშა სააკაშვილმა გასცეს.

მათი გაფრთხილება, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო სააკაშვილის და პალინის ველური ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიეს.

დღეს გაკიცხვის ობიექტი პრეზიდენტი ობამაა - დღეს უკვე მის საგარეო პოლიტიკას უწოდებს ფანტაზიაზე დაფუძნებულს ვაშინგტონ პოსტი.

რამდენად რეალისტურია ობამას მცდელობა ამაღლდეს ცივი ომის დროინდელ დაპირისპირებებზე და უარი თქვას 19-ე საუკუნისდროინდელ გეოპოლიტიკაზე მაშინ, როცა რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები სწორედ ამ თამაშის წესებით მოქმედებენ? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინის ოკუპაცია ისეთივე დაუსჯელი არ დარჩეს, როგორც საქართველოში და ამით მორიგი აგრესია არ წახალისდეს? რა გავლენა ექნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე და მთლიანად რეგიონზე?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით თეორემაში, რომელიც მთლიანად უკრაინის კრიზისს ეთმობა.

სტუმრად გადაცემაში: ალექსი პეტრიაშვილი, გივი თარგამაძე, თემურ იაკობაშვილი, გიორგი ბადრიძე, ნიკა რურუა, მამუკა კუდავა, ვატო ლეჟავა, თათა ცოფურაშვილი, ზურაბ კაჭკაჭიშვილი, სანდრო კვიტაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი.

კომენტარები