ვითარება უკრაინაში

აშშ რუსეთს დიდი რვიანიდან გაძევებითა და აქტივების გაყინვით ემუქრება

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი
Reuters

აშშ რუსეთს დიდი რვიანიდან გაძევებით, რუსი მეწარმეების აქტივების გაყინვით, რუსული ბაზრიდან გასვლით და რუბლის დაცემით ემუქრება.

რუსეთი რისკავს დაკარგოს ადგილი "დიდ რვიანში" თუ ის ყირიმთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლაზე უარს იტყვის - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. "რუსეთმა შესაძლოა დაკარგოს "დიდი რვიანის" სამიტი სოჭში და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, გამორიცხული არ არის, რომ ეს ქვეყანა გაირიცხება დიდი რვიანიდან" - განაცხადა კერიმ NBC-ისთან ინტერვიუში.

ამასთან, კერის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს "რუსი მეწარმეების აქტივების გაყინვა, ამერიკული ბიზნესის რუსული ბაზრიდან გასვლა. შესაძლოა მოხდეს რუბლის დაცემა" – "მოუწევთ გადაიხადონ უზარმაზარი ფასი" - განაცხადა მან.

წყარო: BBC

 

კომენტარები