ვითარება უკრაინაში

უკრაინის ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.

ენერგოინფრასტრუქტურა აყვანილია დაცვის ქვეშ, სხვა კრიტიკულად საჭირო სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად. ხვალ უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელიც ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებთან  არსებულ სიტუაციას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეიარაღებული ნაწილები შეიყვანოს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციამდე.

 

 

კომენტარები