ვითარება უკრაინაში

პრეზიდენტი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირიმში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:
 
"დღეს უაღრესად საშიში განვითარება მიიღო უკრაინაში, კერძოდ კი ყირიმში მიმდინარე პროცესებმა. რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე პასპორტების დარიგება, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კონტინგენტის გაძლიერება, ასევე გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალებით დაიცვან უკრაინაში მაცხოვრებელი "თანამემამულეთა ინტერესები" წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება გაეროსა და ეუთოს ფუძემდებლურ დოკუმენტებს, უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
 
დაუშვებელია სახელმწიფოთა ბედი, მათი მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა წყდებოდის უცხო სახელმწიფოს ზეწოლითა და ძალისმიერი ჩარევით. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვას ახალი კონფლიქტი ევროპაში და გამოიყენოს მის ხელში არსებული საშუალებები, რათა მოხდეს შესაძლო აგრესიის თავიდან აცილება და შენარჩუნებულ იქნას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში

 

 

კომენტარები