ვითარება უკრაინაში

პუტინი რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყირიმში ჯარების შეყვანას სთავაზობს

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

პუტინი რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყირიმში ჯარების შეყვანას სთავაზობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შექმნილ ექსტრაორდინალურ სიტუაციაში, როცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა სიცოცხლე საფრთხეშია, ვიდრე სიტუაციის ნორმალიზაცია არ მოხდება, უკრაინაში პირადი შემადგენლობის სამხედრო კონდიგენტი უნდა შეიყვანოს.

თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის საბჭო "უახლოეს წუთებში" განიხილავს პუტინის მიმართვას ყირიმში ჯარების შეყვანის შესახებ - აცხადებს სააგენტო УНИАН.

როგორც ცნობილია ცოტა ხნით ადრე პუტინს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ მიმართა მიეღო ზომები ყირიმში სიტუაციის სტაბილიზებისთვის.

პარალელურად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა twitter -ზე გაავრცელა განცხადება, რომ "რუსული სამხედრო შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობისა და ევროპული უსაფრთხოების პირდაპირ დარღვევას".

უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ძალოვანი სტრუქტურების მეთაურებს სასწრაფო თათბირზე იწვევს.

კომენტარები