თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ კიევში ჩავა

www.wikipedia.org

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმეტ დავითოღლუს განცხადებით, ის აპირებს კიევში ჩასვლას. ამის შესახებ მან ინფორმაცია Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა. 

"როგორც რუმელიელი თურქების ბედია ჩვენთვის წმინდა, ასევე წმინდაა ჩვენი ყირიმელი ძმების ბედი", - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე. 

"მე წავალ კიევში და განვიხილავ უკანასკნელ სიტუაციას უკრაინაში, იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით რაც საერთო ბედმა გვარგუნა" -წერს დავითოღლუ. 

 

კომენტარები