ენერგეტიკის მინისტრი

კახი კალაძე: მე ექსპერტი არა ვარ და არც მაგის გამოცდილება არ მაქვს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ,  გადაცემა "პოზიციაში" (რუსთავი2) ისაუბრა. მან "ნაციონალური მოძრაობის" მიმართულებით გაკეთებული განცხადების შესახებ და უკრაინის მოვლენებზე მის განცხადებაზე ისაუბრა. 

"მიუხედავად მაქსიმალური თავშეკავებისა და იგნორირებისა , რასაც მთელი კოჰაბიტაციის პერიოდში, დღემდე ინარჩნებს ჩვენი ხელისუფლება, კოალიცია, ქვეყნის მოსახლეობა, პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ამ ადამიანების არაადეკვატურ ქმედებებს ბოლო არ უჩანს. ამ ადამიანმებმა ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდრეს უტიფარი დემაგოგიური სტილი...ჩვენ ხომ ყველამ კარგად დავინახეთ თუ სად მიგვიყვანა იმ აგრესიულმა რიტორიკამ და პოლიტიკურმა დემარშებმა. ჩვენ კარგად გვესმის ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების, მაგრამ აგრესიული რიტორიკა არ არის გამოსავალი ამ არსებული სიტუაციიდან. როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა მიუნხენში,ბრიუსელში, იქაც კი იყო გაჟღერებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველომ უნდა შეძლოს დიალოგის წარმოება რუსეთთან", - აღნიშნა მან. 

ჟურნალისტმა,  ნინო შუბლაძემ,  ჰკითხა ვიცე-პრემიერს  ელოდა თუ არა ის უკრაინაში მოვლენების მსგავსად განვითარებას, როდესაც ერთი თვის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენები არ სცდებოდა გრუშევსკის ქუჩას. კალაძემ განმარტა, რომ ის ექსპერტი არაა და არ აქვს პოლიტიკური შეფასებების გაკეთების გამოცდილება. 

"რაც შეეხება ჩემს განცხადებას ეს არ იყო პოლიტიკური შეფასება, მე ექსპერტი არა ვარ და არც მაგის გამოცდილება არ მაქვს,  რაღაც პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო უცხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მე ვთქვი იქ არსებული სიტუაცია როდესაც ვიმყოფებოდი კიევში, ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი ჩემი,  მიმდინარეობდა ჩვეულებრივი საპროტესტო აქციები და მაშინ პირველი დღე იყო, როდესაც დაიწყო ეს დაპირისპირება, მაგრამ თქვენ მოელოდით სიტუაციის ასეთ გამძაფრებას? მე ნამდვილად არ ველოდებოდი თუ იანუკოვიჩი, ხელისუფლება უკრაინის, გამოვიდოდა და საკუთარ მოსახლეობას ავტომატებით და სნაიპერებს დაუშენდა", - განმარტა ვიცე-პრემიერმა. 

 

კომენტარები