ენერგეტიკის მინისტრი

კალაძე: ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე მუშაობა დაწყებულია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის განხორციელება სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება.

"ეს იქნება საპილოტე პროექტი. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოძიება ადგილების, თუ სად შეიძლება განხორციელდეს ეს პროექტი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონში ამ  დროისთვის განსაკუთრებული პრობლემები არ არის და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

შეგახსენებთ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, გურჯაანის რაიონის ოთხ სოფელში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად გაანადგურა. ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

კომენტარები