სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მსოფლიოში ადამიანის უფლებების 2013 წლის ანგარიში კონგრესს 2014 წლის 28 თებერვალს წარუდგინა, დოკუმენტში ასახულია ასევე საქართველოში არსებული ვითარება. 

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში სამი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში მასობრივად გაათავისუფლეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები. გაიზარდა ძალადობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, ხელისუფლებამ კი ვერ მოახერხა დამნაშავეთა ადეკვატური დასჯა, გარდა ამისა, საკმარისად არ იყო დაცული რელიგიური უმცირესობების უფლებები.

კომენტარები