სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებზე

www.state.gov

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კონგრესს მსოფლიოში ადამიანის უფლებების 2013 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც ასევე ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას.

67-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში სამი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში მასობრივად გაათავისუფლეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები. გაიზარდა ძალადობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, ხელისუფლებამ კი ვერ მოახერხა დამნაშავეთა ადეკვატური დასჯა; გარდა ამისა, საკმარისად არ იყო დაცული რელიგიური უმცირესობების უფლებები.

დოკუმენტის მიხედვით, შემცირდა ძალადობა ციხეებში, გაიზარდა მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა, ხარვეზები რჩება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ადგილობრივ არასამთავრობოებსა და სახალხო დამცველზე დაყრდნობით აცხადებს, რომ, მიუხედავად ციხეებში წამების შეწყვეტისა, დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ფიქსირდებოდა შსს-ს დაქვემდებარებულ წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ციხეების გარკვეულ ნაწილში კი კვლავ არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები.

კომენტარები