აშშ-საქართველოს ურთიერთობა

კერი: საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში შესვლაში დავეხმარებით

telegraph.co.uk

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვას და დამატებით მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ხედვას - ამის შესახებ ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, აშშ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაში დაეხმარება.

”ასევე გვსურს დავადასტუროთ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობაზე და მოვუწოდებთ საქართველოს წლის ბოლომდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ. შეერთებული შტატები დამატებით მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ხედვას. მხარს ვუჭერთ ბუქარესტის და ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო სპროგრესი აღიარებული იქნება NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ მიმდინარე წლის NATO-ს სამიტზე. საქართველოს დავეხმარებით ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და იმ სიძნელეების შემსუბუქებაში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მავთულხლართების გავლებამ გამოიწვია”, - განაცხადა კერიმ.

კერიმ დაგმო რუსული აგრესია და ოფიციალურ მოსკოვს ოკუპაციასა და მავთულხლართების გავლებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდა.

”მხარს ვუჭერთ ბუქარესტის და ყველა სხვა გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნას NATO-ს ყველა წევრი ქვეყნების მიერ მიმდინარე წლის NATO-ს სამიტზე. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ურყევი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსულ ოკუპაციას, მილიტარიზაციასა და მავთულხლართების გავლებას საქართველოს ტერიტორიაზე, და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჯარების გაყვანისა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ჩათვლით”, - განაცხადა კერიმ.

კომენტარები