ვითარება უკრაინაში

უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ რადაში კენჭისყრით აირჩევენ

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინაში, მაიდანზე ახალი მთავრობის კანდიდატები წარადგინეს. პრემიერმინისტრის პოსტზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და პარტია ბატკივშჩინას ლიდერი - არსენი იაცენიუკი დაასახელეს.

ვიცეპრემიერის თანამდებობაზე ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში ოლგა ბოგომოლეცი წარადგინეს. ვიცეპრემიერად ევროინტეგრაციის საკითხებში ბორის ტარასიუკი დაასახელეს.

ვიცეპრემიერად რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში ვლადიმირ გროისმანი დასახელდა, ხოლო ვიცეპრემიერმინისტრად - ალექსანდრ სიჩი.

ასევე, იუსტიციის მინისტრად - პაველ პეტრენკო, ფინანსთა მინისტრად - ალექსანდრ შლაპაკი, ეკონომიკის მინისტრად - პაველ შერემეტა, საგარეო საქმეთა მინისტრად - ანდრეი დეშიცა, აგრარული პოლიტიკის საკითხებში მინისტრი - ალექსანდრ მირნი და სხვა მინისტრები.

მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ, 27 თებერვალს უმაღლეს რადაში კენჭისყრით აირჩევენ.

კომენტარები