საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ირაკლი ღარიბაშვილი ჯონ კერის შეხვდა

Irakli Garibashvili Official/facebook

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერიმ და ღარიბაშვილმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომა გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს გაემგზავრა. ოფიციალური შეხვედრები 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერმინისტრმა შეხვედრები გამართა თეთრ სახლში. ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატების  პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში.

კომენტარები