თეორემა

საბჭოთა ოკუპაცია

"საქართველო დამოუკიდებელი იყო 1918-1921 წლებში. იგი იცნო რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. მიუხედავად ამისა 1921 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა გადმოლახა საქართველოს საზღვრები და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, მოსპო ქართველი ერის სუვერენობა. - ეს ახსნა განმარტება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქს, ამბროსი ხელაიას ეკუთვნის, რომელიც 1922 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ და მეტეხის ციხეში გამოკეტა.

25 თებერვალს 93 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც წითელი დროშით, ნელი ნაბიჯითა და ცელით შემოვიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილი საბჭოთა რუსეთის სახით. ამ დღეს წაგვართვეს დამოუკიდებლობა, ხოლო შემდეგ მოგვისპეს პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო და კულტურული ელიტა.

კომენტარები