არეულობა უკრაინაში

ინფორმაცია იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელდა

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პოსტიდან გადადგა.

უკრაინის რადაში შესვენება სასწრაფოდ შეწყდა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გაკეთდეს.

იანუკოვიჩის გადადგომის თაობაზე ცოტა ხნის ოპოზიციონერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა Twitter-ზე დაწერა.

უკრაინაში საპროტესტო აქციები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის ზეწოლის შედეგად უარი თქვა.

უკრაინაში 18-21 თებერვალს მასიური არეულობის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანია დაღუპული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას რადას დეპუტატებიც ადასტურებენ. როგორც უკრაინული მედია 

კომენტარები