უკრაინაში ფაქტობრივად ომია, პრორუსული ხელისუფლება თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელებს სასტიკად უსწორდება. გასული დღეების განმავლობაში დაიღუპა ათეულობით ადამიანი. ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. იანუკოვიჩის პარტიას ლიდერები ტოვებენ, მსოფლიო ლიდერები სანქციებზე მსჯელობენ. ა.შ.შ.-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბევრის აზრით დაგვიანებული, მაგრამ მისთვის უჩვეულოდ პირდაპირი განცხადება გააკეთა და პირადად პუტინი დაადანაშაულა იმ ტრაგედიაში, რაც უკრაინასა და სირიაში ტრიალებს. სამწუხაროდ ა.შ.შ.-ს პრეზიდენტს საქართველო არ გახსენებია.
რა ხდება უკრაინაში, რამდენად ადეკვატურია დასავლეთის რეაქცია, უნდა გვეწყინოს თუ არა ობამასგან ქართველი დევნილების მივიწყება, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერი არ ახსენებს მათ საერთაშორისო ფორუმებზე. აკეთებს თუ არა საკმარისს საქართველოს ხელისფლება იმისთვის, რომ საქართველომ პროდასავლურ კურსს არ გადაუხვიოს. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია.




