საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: იმედი მაქვს, იანუკოვიჩი პოლიტიკურ ნებას გამოავლენს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"უკრაინაში მოვლენები ვითარდება ტრაგიკულად და სრულიად შოკირებული ვართ იმ კადრებით, რაც ვიხილეთ. არცერთ ხელისუფლებას არ შერჩენია და არც შეშვენის საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

პრეზიდენტის თქმით, თუ ვიქტორ იანუკოვიჩი გამოავლენს პოლიტიკურ და არა ძალადობრივ ნებასა და ნაბიჯებს, მაშინ კიდევ არის შანსი, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, უკრაინაში მოხდეს დიალოგის განახლება და ვითარება შეიარაღებული დაპირისპირებიდან პოლიტიკურ კონტექსტში გადავიდეს.

"იმედს გამოვთქვამ, რომ მსოფლიო ლიდერების მოწოდების კვალდაკვალ უკრაინის უმაღლესი ხელისუფალი გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს და თავის ქვეყანას აარიდებს ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეულ დაპირისპირებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები