უკრაინა

ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს

ewea.org

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების შემოღების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა პირებმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ადამიანების სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების დასჯასთან დაკავშირებთ . „ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ადამიანების გარდაცვალება. სწორედ ამიტომ მინისტრები შეიკრიბნენ, რათა დააწესონ სანქციები მათ წინააღდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე", - განაცხადა ვან რომპუიმ.

რომპუის თქმით, ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ იმის შესახებ, სანქციების კონკრეტულად რა მექანიზმები იქნება გამოყენებული.

კომენტარები