არეულობა უკრაინაში

ევროპელმა დიპლომატებმა იანუკოვჩთან კომპრომისული წინადადება განიხილეს

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დასრულდა. მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ დიპლომატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ საკუთარ twitter-ში აღნიშნა, პრეზიდენტთან კომპრომისული წინადადება განიხილეს, რომლის შესახებაც ოპოზიციის ლიდერებთან იმსჯელებენ.

პოლონური გაზეტა ვიბორჩას ცნობით, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრისას ვიქტორ იანუკოვიჩი ტელეფონით ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა დაადასტურა, რომ ამ შეხვედრის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრებთან კავშირი ჰქონდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებთ, ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნით, ვლადიმირ პუტინი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე შუამავლად კიევში რუსეთის ომბუდსმენ ვლადიმირ ლუკინს აგზავნის.

კომენტარები