არეულობა უკრაინაში

უკრაინელი მოთხილამურე პროტესტის ნიშნად სოჭის ოლიმპიადაზე აღარ გამოვა

news.liga.net

უკრაინელმა მოთხილამურემ ბოგდანა მაცეცკაიამ, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გაგრძელებაზე - ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის მამამ და მწვრთნელმა ოლეგ მაცეცკიმ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

”ჩვენ უკრაინის ოლიმპიური გუნდის წევრები: ბოგდანა მაცეცკაია და ოლეგ მაცეცკი, შეშფოთებულები ვართ პრეზიდენტ იანუკოვიჩის უკანასკნელი ქმედებებით, რომელიც იმის მაგივრად, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოს, უკრაინელების იმედებს სისხლში ახრჩობს. ამით ის ოლიმპიური თამაშების პრინციპს - მშვიდობა ოლიმპიური თამაშების დროს, არღვევს” - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები