არეულობა უკრაინაში

რომის პაპი უკრაინაში "ყველა მხარეს" ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პაპი ფრანცისკე
independent.co.uk

ყოველკვირეული ქადაგებისას რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ბოლო დღეებში მიმდინარე არეულობაზე ისაუბრა და უკრაინელებს მშვიდობა უსურვა.

"დამწუხრებული ვადევნებ თვალყურს კიევში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს", - ვატიკანის რადიოს ცნობით განაცხადა რომის პაპმა, რომელმაც უკრაინელებს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ ილოცებს ძალადობის მსხვერპლთათვის, მათი ოჯახებისა და დაშავებულთათვის.

რომის პაპმა მოუწოდა "ყველა მხარეს, შეწყვიტონ ძალადობა და ჰპოვონ მშვიდობა და ჰარმონია ქვეყანაში".

უკრაინაში 18-19 თებერვალს მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები