ბრძოლა მაიდანზე

დეპუტატი ტურჩინოვი სცენაზე დაჭრეს

pravda.com.ua

მაიდანის სცენაზე ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ფრაქცია ბატკივშჩინას წევრი ალექსანდრ ტურჩინოვი დაიჭრა. სავარაოდოდ, მას ხელყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა. ამის შესახებ მაიდანის სცენიდან გამოაცხადეს. ტურჩინოვი ამცხადებს, რომ თავს კარგა გრძნობს. 

რამდენიმე საათია მაიდანის შტურმი გრძელდება. დღის განმავლობაში კიევში დაღუპულ მომიტინგეთა რაიდენობა გაიზარდა. მაიდანის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობამ 20 ადამიანი შეადგინა, 500–ზე მეტი კი დაჭრილია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, დაღუპულ მომიტინგეთა რიცხვი მხოლოდ 11–ს შეადგენს, სამედიცინო დახმარება 221 ადამიანს დასჭირდა.
თავს მხრივ, შსს აცხადებს, რომ შეტაკებების შედეგად 7 სამართალდამცველი დაიღუპა, 159 კი დაშავდა.

ცოტა ხნის წინ ბერკუტმა მაიდანზე ევროპის მოედნის მხრიდან შეტევა სცადა, რომელიც მაიდანის მომიტინგეებმა მოიგერიეს. სპეცრაზმლებმა წყლის ჭავლის დახმარებით წინ წაწევა და ბარიკადის დაშლა სცადეს, თუმცა მალე იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. ამბოხებულებმა  ტყვედ აიყვანეს სპეცრაზმელი, რომელმაც, .აქტივისტების მტკიცებით, საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა.  

კომენტარები