უკრაინა

მაიდანზე დაპირისპირება გრძელდება

pravda.com.ua

კიევის მაიდანზე დაპირისპირება სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის გრძელდება. სპეცრაზმელებმა ინსტიტუტის ქუჩის მხრიდან ბარიკადა გაარღვიეს და მოედნის სიღემისკენ წინ წაიწიეს. შეტევა მიმდინარებს ევროპის მოედნის მხრიდანაც. პოლიციამ მომიტინგეებს მოუწოდა, დატოვონ დამოუკდიებლობის მოედანი, სადაც „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მიმიდინარეობს.  

თუმცა, აქტივისტები მათ გააფრებულ წინააღმდეგობას უწევენ და სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტელებსა და ქვებს უშენენ. ტელეკომპანია ესპრესოს კორესპონდენტის ცნობით, დემონსტრანტებმა ორი ჯავშანტრანსპორტიორი და წყლის ჭავლის მანქანა დაწვეს.

ამჟამად მომიტინგეებს საკუთარი პოზიციების გარშემო ცეცხლოვანი რკალი აქვთ შექმნილი, სადაც  საბურავებს და ბარუკადებისა და კარვების ნარჩენებს წვავენ.  

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შტურმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავებულია. სულ შეტაკებების დაწყებიდან 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 დემონსტრანტი და ორი სამართალდამცველი. 

კომენტარები