არეულობა უკრაინაში

კიევში მილიციამ მაიდნის შტურმი დაიწყო

zyalt.livejournal.com

უკრაინის დროით 20 საათისთვის მაიდნის შტურმი ევროპის მოედნისა და ინსტიტუტის ქუჩის მხრიდან განახლდა. ბერკუტელები შინაგანი ძალების მეომრები ბარიკადებს იღებენ, რომელზეც ხალხი დგას.

ბერკუტი სპეციალური მანქანებით უტევს მაიდნის მონაწილეებს. მაიდანზე გამოყვანილია ორი БТР.

პროტესტის მონაწილეები დროდადრო უკრაინის ჰიმნს მღერიან. უკრაინის დედაქალაქისკენ ავტომანქანით გადაადგილება შეფერხებულია, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, ხელისუფლებამ გზა ჩაკეტა. უკრაინის დედაქალაქში მაიდნის მხარეს დგანან სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები. უკრაინის ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს.

კომენტარები