არეულობა უკრაინაში

კიევში მაიდანთან ახლოს დაღუპული ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქეა

A protest rally in the Maidan in Kiev
GENYA SAVILOV / AFP

კიევში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებელს ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, მიხეილ უკლებამ განუცხადა. გარდაცვლილი 1960 წელს დაბადებულ ზურაბ ხურციაა. საკონსულოს თანამშრომლები ამჟამად მილიციის იმ განყოფილებაში იმყოფებიან სადაც გარდაცვლილი მიასვენეს.

”იპოვეს მაიდანთან ახლოს, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე, პოლიცია ამბობს, რომ ძალადობის ნიშნები არ აქვს მაგრამ ამას ყველაფერს შესწავლა უნდა, ახლა გამოძიება წავა და შემდეგ გვექნება სრული ინფორმაცია” - აცხადებს საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება მოამბესთან საუბარში.

ელჩის განცხადებით გარდაცვლილის ახლობლები უკვე საქმის კურსში არიან.

კომენტარები