წელიწადნახევარია ქართული ოცნება, მისი ლიდერების თქმით სამართლიანობის აღდგენითაა დაკავებული და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ასამართლებს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საქართველოსთვის ოპონენტების პოლიტიკური დევნის აღქმაც კი პრობლემატური იქნება.
ბრუსელიდან დაბრუნებული პრემიერი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები აღარ დარჩა, მაშინ როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მათ სწორედ პოლიტიკური პლურალიზმის და სისხლისსამართლებრივი პროცესის მიუკერძოებლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
რას ნიშნავს პოლიტიკური დევნა, რა კრიტერიუმებით განისაზღვრება არის თუ არა პირი პოლიტიკური პატიმარი, დევნის თუ არა ქართული ოცნება მოქალაქეებს მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო - მოისმინეთ ამ კითხვებზე პასუხები.




