აქციები კიევში

კიევის ქუჩებში მასობრივი არეულობა დაიწყო

არეულობა კიევში

კიევის ქუჩებში დღეს, 18 თებერვალს, მასობრივი არეულობა დაიწყო. ევრომაიდნის აქტივისტები და სპეცრაზმელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ქალაქში იწვის მანქანები, დაშავებულია ათობით ადამიანი.

უკრაინის პარლამენტმა დღეს ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესვრიან, საპასუხოდ სპეცრაზმი იყენებს რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს. დაშავებულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის არიან სამართალდამცავებიც.

აქტივისტებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, მათ ასევე შტურმი მიიტანეს მმართველი რეგიონების პარტიის ცენტრალურ ოფისზე, რომელსაც ასევე ცეცხლი წაუკიდეს.

რადიკალურმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორმა" მობილიზაცია გამოაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ქუჩაში გავიდეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება სპეცტექნიკისა და იარაღის გამოყენებას აპირებს ევრომაიდნის წინააღმდეგ.

კომენტარები