ბიო ნარკოტიკების კრიმინალიზაცია

სერგეენკო: ბიო ნარკოტიკების კრიმინალიზაცია მოხდება

facebook.com/mohgovge

ბიო ნარკოტიკების კრიმინალიზაცია მოხდება - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, რთულია თითოეულ ბიო ნარკოტიკთან ბრძოლა, რადგან მათი შემცველობის ფორმულები ძალიან სწრაფად იცვლება და მათი ლაბორატორიული კონტროლი რთულია. ამიტომ საქართველო საერთაშორისო კონვენციას უერთდება, რომლის მიხედვითაც, ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია მოხდება. აკრძალული ნივთიერების შემცველი შენაერთების გადატანა, რეალიზება და მოხმარება კანონით აიკრძალება.

”საქართველო უერთდება საერთაშორისო კონვენციას, სადაც ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია ხდება, ანუ ისინი ამიერიდან განხილული იქნება როგორც არალეგალური ნივთიერებები და მათზე გავრცელდება ყველა ის კონტროლის მექანიზმი და აკრძალვები, რაც ხორციელდება ლეგალურ და არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებზე. ეს კანონპროექტი პრაქტიკულად დასრულდა, რჩება ერთადერთი დეტალი - ეს არის სისხლის სამართლის პასუხისგება ბიო ნარკოტიკების ჯგუფის გამოყენებაზე, რომელიც დახვეწის პროცესშია”, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კანონპროექტზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია. სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

 

კომენტარები