შსს

კაფე გალერიში ახალგაზრდა გარდაიცვალა

RFE/RL

კაფე გალერიში წუხელ, 23 წლის მამაკაცი გარდაიცვლა. დავით ც-ს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ამასთან, შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.

"ამას ექსპერტიზა დაადგენს", - აღნიშნავენ შსს-ში.

კომენტარები