გასაოცარი ადამიანი ობობა 2

ფილმის ”გასაოცარი ადამიანი ობობა 2” დასკვნითი ტრეილერი

Columbia Pictures-მა მარკ უების ახალი ფილმის ”გასაოცარი ადამიანი ობობა 2” დასკვნითი ტრეილერი გამოუშვა.

კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გმირზე გადაღებული ფილმის სიუჟეტი, ორიგინალის შემდეგ მომხდარ ამბებზე მოგვითხრობს. პიტერ პარკერი ცდილობს, მამამისზე მეტი ინფორმაცია გაიგოს, ამავე დროს, ნიუ იორკში დანაშაულთან ბრძოლას აგრძელებს. სპაიდერმენი რაც უფრო მეტ დამნაშავეს იჭერს, მით უფრო იზრდება მისი მტრების რიცხვი. ფილმში ”გასაოცარი ადამიანი ობობა 2” სპაიდერმენს ერთბაშად სამ ბოროტმოქმედთან -ელექტროსთან, მწვანე გობლინთან და რინოსთან დაპირისპირება მოუწევს.

მარკ უების ფილმში მთავარ როლებს ენდრიუ გარფილდი, ემა სთოუნი, პოლ ჯიამატი, ჯეიმი ფოქსი და დეინ დეჰაანი ასრულებენ.

ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა 2 მაისს გაიმართება.  

კომენტარები