ღარიბაშვილი ხელფასებზე

პრემიერმა მინისტრებს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომისაკენ მოუწოდა

facebook.com/GaribashviliOfficial

რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირსა და სახელმწიფო შპს–ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი ? - ამ კითხვით საქართველოს პრემიერმინისტრმა, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელდა.

”პრემიერმინისტრი გამოვიდა ინიციატივით, დროულად მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულება. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. "აწარმოე ქართული" – ეს არის პრემიერმინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას. 
პროექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ჩატარდა კვლევები, მოხდა ანალიზი. ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის საჯარო უახლოეს პერიოდში გახდება” - ნათქვამია განცხადებაში.  

კომენტარები