ზურაბიშვილი: რუსეთი ეკლესიას მუდამ მნიშვნელოვან იარაღად იყენებდა

რუსეთი ყოველთვის იყენებდა ეკლესიას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღს. რუსეთის ეკლესიაში უამრავი ღირსეული ადამიანია, ბევრი ღირსეული სასულიერო პირი აპროტესტებდა ამ ყველაფერს. ჩვენ ამ ყველაფერს მთელი XIX საუკუნის ისტორია გვეუბნება. ამ ფაქტების გამოყენების მცდელობა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ გამოწვევას კარგად და ღირსეულად უპასუხებს

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა დავით ზურაბიშვილმა პრაიმტაიმის პრესკლუბში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საფრთხეების შეფასებისას განაცხადა.

კომენტარები