რუმინეთის სენატი

უსუფაშვილი: რუმინეთი საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს

parliament.ge

რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში გამოხატულია რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი. რეზოლუციის მიღებას საპატიო სტუმრის სტასუსით რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. რეზოლუცია სენატის სხდომაზე რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თვმჯდომარემ, სტეფან ოპრეამ წარმოადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"რუმინეთის პარლამენტმა, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ჩვენი გადაწყვეტილების - გავხდეთ ევროპის და NATO-ს წევრები. ეს რეზოლუცია არის ერთგვარი შეჯამება იმ პოზიციების, რაც რუმინეთში არსებობს საქართველოს მიმართ. ჩვენი ვიზიტის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ჩვენი მეგობრები - ის ქვეყნები, ის პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს ჩვენი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, კიდევ უფრო მობილიზებული იყვნენ უახლოესი თვეების, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით დაგვჭირდება. ამ ვიზიტიდან ჩვენ კონკრეტული შედეგით დაბრუნდებით ქვეყანაში არა მარტო ამ რეზოლუციით, არამედ კონკრეტული შეთანხმებებით იმის შესახებ, თუ რუმინეთის პარლამენტი როგორ დაეხმარება საქართველოს პარლამენტს ევროინტეგრაციის გზაზე ანუ იმ გზაზე, რაც მათ უკვე გავლილი აქვთ",- თქვა უსუფაშვილმა რეზოლუციის მიღების შემდეგ.

კომენტარები