შეღავათიანი აგროკრედიტი

ახალ საწარმოთა ნაწილი რეესტრში არ იძებნება

საწარმო, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა 5 თებერვალს გარდაბნის სოფელ კალინინოში გახსნა, საჯარო რეესტრში არც შპს ფარიდის და არც შპს ფარიდა-ს სახელწოდებით იძებნება. ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, შპს ფარიდი შპს იუნიგრეინ ჯორჯია გრუპის საკუთრებაა. შპს იუნიგრეინ ჯორჯია გრუპი 2005 წლის 17 ოქტომბრიდან არსებობს.

საინტერესოა, რომ შპს ფარიდი არც ახალი საწარმოების იმ ჩამონათვალში ფიგურირებს, რომელიც ტაბულას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მიაწოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ახალი საწარმოები ჰქვია - 63 ახალი საწარმო შეიქმნა. ეს საწარმოები დატანილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ იმ რუკაზეც, რომელზეც ახალი საწარმოები ქარხნებად არის გამოსახული. ამ ახალი 63 საწარმოდან 26 - ინდივიდუალური მეწარმეა. ტერმინს - საწარმო - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლი განსაზღვრავს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მუხლის მეორე პუნქტი, სადაც წერია, რომ ინდივიდუალური მეწარმე საწარმოს არ მიეკუთვნება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ახალი ადამიანი დასაქმდა შეღვათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში.

კომენტარები